Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მაია მშვილდაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1980 წელს (საფორტეპიანო), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1996 წელს (ეკონომიური). 1979-1981წწ. იყო ქ. გორის საოპერო სტუდიის კონცერტმაისტერი და პედაგოგი; 1981-1983წწ. სტაჟიერება გაიარა მოსკოვის გნესინების სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში საკონცერტმაისტერო და კამერული ანსამბლის განხრით, აქვე, სადირიჟორო ფაკულტეტის კონცერტმაისტერი; 1984-1990წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტის კონცერტმაისტერი, 1990 წლიდან კამერული ანსამბლის კათედრის პედაგოგი, 2007 წლიდან ასოცირებული პროფესორი; ლაურეატი მოწაფეები: კამერული ანსამბლის განხრით ე. ბერიევი, ი. კენკებაშვილი, თ. კვარაცხელია, გ. გაბელაია, ს. ხომასურიძე; ქართული რეპერტუარი: საკონცერტმაისტერო განხრით - ო. თაქთაქიშვილი "მუსუსი"(1979), ვოკალური ციკლი გ. ტაბიძის ლექსებზე, რ. ჩირინაშვილი კონცერტი 2 ფორტეპიანოსათვის, ვ. აზარაშვილი სავიოლინო სონატა, სონატა 2 ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის, პიესები ორი ფორტეპიანოსათვის: "ბერიკაობა", "ესპანური სიუიტა", მისივე, პიესები 4 ხელისათვის, სავიოლინო "პოემა", სკერცო, ნოქტურნი, ტანგო, ნოსტალგია, გ. ჩლაიძე "ქალაქური" 2 ფორტეპიანოსათვის; სხვა რეპერტუარი: დასავლეთ ევროპის კლასიკოსთა და XX საუკუნის მუსიკა 2 ფორტეპიანოსათვის; პიანისტი, კონცერტმაისტერი, კამერული ანსამბლის სოლისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 352; გაზეთი "ახალი თაობა": akhalitaoba.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |