The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე მწარიაშვილი

ალექსანდრე მწარიაშვილი
სხვა სახელი:ძამელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:9 მაისი, 1968  (56 წლის)
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ექსპერიმენტული მუსიკალური სასწავლებელი 1987 წელს(საფორტეპიანო), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1991 წელს(საფორტეპიანო, საკომპოზიციო).

1996-2007წწ. იყო სამხედრო სასულე ორკესტრის კონცერტმაისტერი; თხზულებები: სიმფონია - "De profundis" დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის; კამერულ ინსტრუმენტული - 4 პიესა სიმებიანი კვარტეტისათვის, კვინტეტი საყვირისა და სიმებიანი კვარტეტისათვის "ძველი ტაძრის ფრესკები"(2012), სიმებიანი კვარტეტი N1(2013, პირველი შესრულება), სიმებიანი სექსტეტი "Ax Animo"(2013), ნონეტი ტუბის, სიმებიანი და სასულე კვარტეტისათვის, "საშობაო სიუიტა"(2015, 3 ნაწილად), ინსტრუმენტული ანსამბლების საყმაწვილო კრებული(2008, 13 პიესა), სონატა ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის(2014, 3 ნაწილად), სონატა კლარნეტისა და ფორტეპიანოსათვის(2015), კვინტეტი საყვირისა და სიმებიანი კვარტეტისათვის(2014, პირველი შესრულება როსტოვი), საბავშვო ინსტრუმენტული პიესები(2013, პირველი შესრულება როსტოვი); ინსტრუმენტული კონცერტები - საფორტეპიანო(საყმაწვილო) კამერულ ორკესტრთან ერთად(2012), 2 ფლეიტისა და კამერული ორკესტრისათვის(2014), საფორტეპიანო კონცერტი სიმებიან ორკესტრთან ერთად(2015), კონცერტი ორი ფლეიტისათვის(2014, პირველი შესრულება); ვოკალურ-ინსტრუმენტული - ვოკალურ-ინსტრუმენტული სიუიტა "ეშმაკი და ანგელოზი", გუნდები, მათ შორის: ტრიპტიქი a cappella, გუნდი "უპირველესად"(2011, პირველი შესრულება საქართველოს სახელმწიფო კაპელა), საესტრადო სიმღერები; ის დიდხანს მოღვაწეობდა უცხოეთში; პიანისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 353


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (2013-20??)
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (2013-2017)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - "წლის საუკეთესო კვარტეტი", III პრემია
  • 2012 - საქართველოს კულტურის სამინისტრო, II და III პრემია
  • 2011 - საქართველოს კულტურის სამინისტრო, III პრემია
  • 2010 - საქართველოს კულტურის სამინისტრო, კომპოზიტორთა კავშირი, I და III პრემია

გააზიარე: