შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ მჭედლოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1934 წელს(არფა). 1938 წლიდან იყო მოსკოვის ფილარმონიისა და სსრკ სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის არფისტი; 1941 წლიდან საქართველოს სიმფონიური ორკესტრის სოლისტი; 1941 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(არფა); 1943-1948წწ. უკრავდა საკავშირო რადიოს ორკესტრში, ვახტანგოვის სახელობის თეატრის ორკესტრში; მოსკოვის მუსიკალური სასწავლებლისა და კონსერვატორიის პედაგოგი, 1943 წლიდან დოცენტი, 1946 წლიდან დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, 1956-1973წწ. სიმებიანი განყოფილების დეკანი; მოსკოვის გნესინების სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის(1952-1960), მოსკოვის კონსერვატორიის(1940-1941, 1957-1959) პედაგოგი; არფისათვის მრავალი ნაწარმოების ავტორი, რედაქტორი; მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის არფის დაკვრის პედაგოგიკისა და მეთოდიკის საკითხებში; რუსეთში მოღვაწე ქართველი არფისტი, მეთოდისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 354
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |