The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარინე მხეიძე

დაბადების თარიღი:6 ივნისი, 1917  (107 წლის)
გარდაცვ. თარიღი:20??
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სტუდია.

1937 წელს წარმატებით გამოვიდა მოსკოვში ხელოვნების დეკადაზე; 1945-1956 წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო აკადემიური ხალხური ცეკვის ანსამბლის წამყვანი სოლისტი; ქართული რეპერტუარი: "სიმდი", "ქართული", "სამაია", "ხონგა", "დავლური". საგასტროლოდ იმყოფებოდა საბჭოთა კავშირის ქალაქებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში: ფინეთში, დანიაში, რუმინეთში, უნგრეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ავსტრიაში, ბულგარეთსა და ჩეხოსლოვოკიაში. ბუქარესტის მსოფლიო ახალგაზრდობისა და სტუდენტთა IV ფესტივალის ლაურეატი (1953). 

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 354; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო. -თბ., 1992 .- გვ.72

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: