შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ომარ მხეიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სხვავა, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა ივანე ჯავახისვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1975 წელს (ეკონომიური). 1953 წლიდან იყო საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის წამყვანი სოლისტი (ხელმძღვანელი ჯ. ბაგრატიონი); 1954 წლიდან საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე (ხელმძღვანელები ნ. რამიშვილი, ი. სუხიშვილი), სადაც 30 წელი იღვაწა; არის კინოკომპანია "ჯიმ შვანთეს" ერთ-ერთი დამფუძნებელი; 1984-1989წწ. თბილისის სადღესასწაულო რიტუალების სასახლის დირექტორი; ე. თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული კათედრის კონსულტანტი; ქართული რეპერტუარი: "ხევსურული სიუიტა", "მხედრული", "შეჯიბრი", "მუხამბაზი", "მთიელ ვაჟთა ცეკვა", "ქაჯეთის აღება"; გასტროლები: 87 ქვეყანა ანსამბლთან ერთად. მიღებული აქვს არაერთი წოდება, მათ შორის: "წლის ადამიანი" (გაზეთი "რაეო", 2005), "ქართული კულტურის ამაგდარი" (ქ. თბილისის მერია, 2009), "ქართული კულტურის რაინდი" (საქ. მწერალთა შემოქმედებითი კავშირი, 2013), საპატიო სიგელი "სახალხო სიყვარული", როგორც ორი საუკუნის ქართული ცეკვის ლეგენდა (საერთაშორისო ორგანიზაცია "სახალხო დიპლომატია", 2014), "საუკუნის მოცეკვავე" (საქ. ქორეოგრაფიის მოღვეწეთა შემოქმედებითი კავშირი, 2014), "ხელოვნების ქურუმი" (საქ. კულტურის სამინისტრო, 2015), პატრიარქ ილია მეორის ინიციატივით, ფონდმა "ქართული გალობა", 2016 წლის 8 ივნისს, ქართული ხალხური ცეკვის პოპულაპიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიანიჭა - "ღვაწლმოსილი მოცეკვავის წოდება". 2011 წელს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 354; georoyal.ge; ქართული აზრი- საინფორმაციო პორტალი: qartuliazri.reportiori.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.385 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |