The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ომარ მხეიძე

ომარ მხეიძე
Date of birth:25 April, 1935
Date of death:17 July, 2023  (at 88 years)
Category:Dancer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სხვავა, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა ივანე ჯავახისვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1975 წელს (ეკონომიური).

1953 წლიდან იყო საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის წამყვანი სოლისტი(ხელმძღვანელი ჯ. ბაგრატიონი); 1954 წლიდან საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე(ხელმძღვანელები ნ. რამიშვილი, ი. სუხიშვილი), სადაც 30 წელი იღვაწა; არის კინოკომპანია "ჯიმ შვანთეს" ერთ-ერთი დამფუძნებელი; 1984-1989წწ. თბილისის სადღესასწაულო რიტუალების სასახლის დირექტორი; ე. თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული კათედრის კონსულტანტი; ქართული რეპერტუარი: "ხევსურული სიუიტა", "მხედრული", "შეჯიბრი", "მუხამბაზი", "მთიელ ვაჟთა ცეკვა", "ქაჯეთის აღება"; გასტროლები: 87 ქვეყანა ანსამბლთან ერთად. მიღებული აქვს არაერთი წოდება, მათ შორის: "წლის ადამიანი" (გაზეთი "რაეო", 2005), "ქართული კულტურის ამაგდარი" (ქ. თბილისის მერია, 2009), "ქართული კულტურის რაინდი" (საქ. მწერალთა შემოქმედებითი კავშირი, 2013), საპატიო სიგელი "სახალხო სიყვარული",  როგორც ორი საუკუნის ქართული ცეკვის ლეგენდა (საერთაშორისო ორგანიზაცია "სახალხო დიპლომატია", 2014), "საუკუნის მოცეკვავე" (საქ. ქორეოგრაფიის მოღვეწეთა შემოქმედებითი კავშირი, 2014), "ხელოვნების ქურუმი" (საქ. კულტურის სამინისტრო, 2015), პატრიარქ ილია მეორის ინიციატივით, ფონდმა "ქართული გალობა", 2016 წლის 8 ივნისს, ქართული ხალხური ცეკვის პოპულაპიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიანიჭა - "ღვაწლმოსილი მოცეკვავის წოდება". 2011 წელს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 354; georoyal.ge; ქართული აზრი- საინფორმაციო პორტალი: qartuliazri.reportiori.geწიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.385

Member of Organizations

  • საქართველოს სამეფო კლუბი, წევრი (2004-)
  • ფაზისის საერო აკადემიის ნამდვილი წევრი აკადემიკოსი

Awards and Honors

  • 2015 - საპატიო ბათუმელი
  • 2012 - საქართველოს ეროვნული პრემია
  • 2000 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული ქორეოგრაფიულ ხელოვნებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის მომზადების საქმეში დიდი დამსახურებისათვის
  • 1971 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1963 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • ქუთაისის საპატიო მოქალაქე

Share: