The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნესტორ ესებუა

ნესტორ ესებუა
დაბადების თარიღი:1864
გარდაცვ. თარიღი:7 აგვისტო, 1931  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი სორტა, სენაკის რაიონი
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სორტა, სენაკის მუნიციპალიტეტი.

საჭიდაო ასპარეზზე გამოვიდა 1885 წელს. განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა კულა გლდანელთან შეხვედრებმა. დიდი წარმატებით  გამოდიოდა საქართველოსა და რუსეთის ქალაქებში, ასევე სტამბოლსა და პარიზში. აღიარებული იყო სახალხო მოჭიდავედ. ქართული პრესა დიდი ადგილს უთმობდა ნესტორ ესებუას ოსტატობას. აკაკი წერეთელმა ნესტორ ესებუასა და კულა გლდანელს უძღვნა პოემა "ჭიდაობა" (1888). ნესტორ ესებუა ქართული ჭიდაობის ტრადიციული სკოლის შესანიშნავი წარმომადგენელი იყო. დიდ ძალასთან ერთად გააჩნდა სისწრაფე და რაინდული მანერა. სხვადასხვა დროს დამარცხებული ჰყავს საქართველოსა და უცხოეთის არაერთი სახელოვანი მოჭიდავე, მათ შორის: კულა გლდანელი, კლემენს ბული, გეორგ ლურიხი, ივანე პოდუბნი, სარი სულეიმანი, ყაზბეგ გარა, ემილ ფორი და სხვები. პერსონალურად იყო მიწვეული პარიზის საერთაშორისო გამოფენის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ შეჯიბრებაში, რომელშიც მსოფლიოს 300-მდე საუკეთესო მოჭიდავე მონაწილეობდა. დაამარცხა 10 მეტოქე, რისთვისაც ჯილდოდ გადასცეს 1000 ფრანკი და ოქროს ჟეტონი.  წარმატებით გამოდიოდა პეტერბურგის, თეირანის, სტამბოლისა და ბრიუსელის დიდ ტურნირებში. წლების განმავლობაში ეწეოდა ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციას. ზრუნავდა ახალგაზრდა სპორტსმენთა გამოვლენასა და აღზრდაზე. გამოირჩეოდა ასევე ქველმოქმედებით. 1919 წელს ჭიდაობიდან აღებული ფულიდან 400 მანეთი შესწირა სენაკის სკოლის მშენებლობას. ფულით ეხმარებოდა წითელი ჯვრის საზოგადოებას. ფალავანი, მოჭიდავე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.99; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.102


გააზიარე: