The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვარლამ ესაიაშვილი

ვარლამ ესაიაშვილი
დაბადების თარიღი:12 აპრილი, 1910
გარდაცვ. თარიღი:13 აპრილი, 1977  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1933 წელს.

1941-1945 წლებში იყო ქართული საფრონტო გაზეთის "წინ, სამშობლოსათვის" რედაქტორი. 1954-1960 წლებში იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული პარტიის ისტორიის  ინსტიტუტის დირექტორი. 1961 წლიდან იყო თბილისის ა. ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის სკკპ ისტორიის, შემდეგ მეცნიერული კომუნიზმის კათედრის გამგე. ვარლამ ესაიაშვილის მეცნიერული კვლევის მთავარი თემა იყო  ვ. ი. ლენინი და საქართველო. მიღებული აქვს  სახელმწიფო ჯილდოები. დაიმსახურა "სამამულო ომის II ხარისხის", "წითელი ვარსკვლავის" ორდენები და მრავალი მედალი, მათ შორის: "საბრძოლო დამსახურებისათეის", "კავკასიის დაცვისათვის" და "გერმანიაზე გამარჯვებისათვის". ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1959). პროფესორი (1961).  

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.96;  ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 39

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: