The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალიოშა წერეთელი

ალიოშა წერეთელი
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე წერეთელი
დაბადების თარიღი:1 ნოემბერი, 1889
გარდაცვ. თარიღი:29 მარტი, 1967  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ცხრუკვეთი, ჭიათურის რაიონი.

დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ძველი მსოფლიოს ისტორიის სპეციალობით 1915 წელს.

1911-1915წწ. აქტიურად თანამშრომლობდა ხარკოვის გაზეთში "უტრო", რომლის ფურცლებზე გამოქვეყნდა მისი მრავალი სტატია ქართული ლიტერატურის ისტორიისა და საქართველოს ისტორიის საკითხებზე; 1915-1918წწ. იგი ძველი მსოფლიოს და საქართველოს ისტორიას ასწავლიდა ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში; 1919-1921წწ. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილე; 1922 წლიდან მიწვეულ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის ლექტორად, 1927 წელს აირჩიეს ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრის გამგედ; ერთხანს ასრულებდა საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივის დირექტორის მოვალეობას; 1921-1924წწ. მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში; 1935 წელს იგი დაპატიმრებულ იქნა; იმავე წელს "შინსახკომის" ე.წ. დიდმა სამეულმა ლ. ბერიას თაოსნობით მას მიუსაჯა გადასახლება; 1955 წლის დამლევამდე იგი გადასახლებული იყო შუა აზიაში; გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ მან გამოსცა მონოგრაფია - "სირია და ფინიკია" (1956); სახელმძღვანელოები: "ძველი რომი" (ორ ნაწილად, 1957, 1961) და "ძველი საბერძნეთის წყაროთმცოდნეობა" (1963), მრავალი სამეცნიერო სტატია თსუ-ის შრომებში და სხვა სამეცნიერო პერიოდულ გამოცემებში; მისი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოებია: "ძველი აღმოსავლეთი" (ორ ნაწილად, 1925, 1935), "სკოლა და სახალხო განათლება ძველ საბერძნეთში" (1923), "ძველი საბერძნეთი" (ორ ნაწილად, 1929, 1932), "ხეთელები და მათი ქვეყანა" (1931) და სხვა; მონოგრაფიები - "კრეტა-მიკენის ანუ ეგეოსის კულტურა" და "ლუკიანე სამოსატელი"; ძველი მსოფლიოს ისტორიის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1927), პროფესორი (1927).

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.403

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება (1917-1918)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-1918)
  • საქართველოს მწერალთა ახლად დაარსებული კავშირი, წევრი
  • ქართველ სოციალ-ფედერალისტთა პარტია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1956 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: