შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხო ბორაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. კასპი. დაამთავრა ქ. ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის ტელერეჟისურის ფაკულტეტი 1979 წელს. 1969-2006წწ. მუშაობდა კომპანია "ქართულ ტელეფილმში" ჯერ კინორეჟისორის ასისტენტად, 1989 წლიდან - კინორეჟისორად; 2003 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, ხელმძღვანელობს მხატვრული კინოს რეჟისურის სახელოსნოს; უკავია ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "ფანჯარა"(დოკუმენტური, 1980), "მერი"(დოკუმენტური, 1989), "საქართველოს ქრონიკები"(დოკუმენტური, 1991), "სიაუშ ქართველი"(დოკუმენტური, 1997), "ცარიელი სივრცე"(დოკუმენტური, 2001), "დედაოღვთისავ..."(დოკუმენტური, 2003), "მე ჯორჯ ბალანჩინი..."(დოკუმენტური, 2005) და სხვ.; სცენარის ავტორია ფილმების: "ფანჯარა"(დოკუმენტური, 1980), "მერი"(დოკუმენტური, 1989), "საქართველოს ქრონიკები"(დოკუმენტური, 1991), "ცარიელი სივრცე"(დოკუმენტური, 2001), "დედაოღვთისავ..."(დოკუმენტური, 2003), "მე ჯორჯ ბალანჩინი..."(დოკუმენტური, 2005) და სხვ.; გადაღებულია ფილმებში: "მაგდანას ლურჯა"(მიხო, 1955), "სხვისი შვილები"(გია, 1958), "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"(რომული, 1962), "Бэла"(Ru, 1966), "ღიმილის ბიჭები"(ბაადური, 1969). წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |