შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სავლე წერეთელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯვარისა, ამბროლაურის რაიონი. დამთავარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1930 წელს. 1941-1945წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1948-1957წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ისტორიის კათედრის გამგე; 1948-1953წწ. და 1957-1960წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი. მის მთავარ მეცნიერულ დამსახურებას წარმოადგენს დიალექტიკურ-ლოგიკური სისტემის შექმნა, რომელიც ცნობილია უსასრულო დასკვნის თეორიის სახელწოდებით. ამ თეორიის ძირითადი პრინციპები (განსაკუთრებით, დაუბოლოებლის ცნების განსაზღვრება) მან ჩამოაყალიბა ჯერ კიდევ 1947 წელს, ხოლო დასრულებული სახით ეს თეორია გადმოცემულია მის მონოგრაფიაში "დიალექტიკური ლოგიკა" (თბილისი, 1965). იგი თვლის, რომ ლოგიკა მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს, ეს არის დიალექტიკური ლოგიკა, რომლის დაბალ საფეხურს ფორმალური ლოგიკა წარმოადგენს. მათემატიკური ლოგიკა მათემატიკური დისციპლინაა. დიალექტიკური ლოგიკა ონტოლოგიური მეცნიერებაა. ფორმალური ლოგიკა სასრულის ლოგიკას წარმოადგენს, დიალექტიკური ლოგიკა კი არის უსასრულოს ლოგიკა, რომელიც უზოგადესი ცნებების-კატეგორიების - საშუალებით ხორციელდება და შინაარსეული ხასიათი აქვს. არსებობს ორი ტიპის კატეგორიები: ლოგიკური კატეგორიები და ლოგიკურის კატეგორიები. ლოგიკურის კატეგორიის უარყოფა შეუძლებელია, ვიანიდან მისი უარყოფა მასვე ასაბუთებს. დიალექტიკური ლოგიკა აგებულია ამ ტიპის კატეგორიებზე. იგი ასე განსაზღვრავს დიალექტიკური ლოგიკის საგანს: "ლოგიკა არის მეცნიერება აზრის მოძრაობა - განვითარების ობიექტურ ფორმათა შესახებ". ამ იდეის დასაბუთბას სავლე წერეთელმა მრავალი გამოკვლევა და მონოგრაფია მიუძღვნა. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1958). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987.-გვ.308-309; ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.193-195; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 130-131 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |