შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯემალ ესაიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობით 1960 წელს. 1960-1963 წლებში მუშაობდა "მთავართბილმშენის" მე-4 სამშენებლო სამმართველოში. 1963 წლიდან მუშაობდა კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტში. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო კონსტრუქციების კათედრაზე. 2003 წლიდან არის საქართველოსა და დსთ-ს ქვეყნების ექსპერტი სეისმომედეგობის საკითხებში. ჯემალ ესაიაშვილის სამეცნიერო კვლევები ეძღვნება რკინა-ბეტონის კონსტრუქციების სეისმომედეგობის საკითხებს. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (1998), ინჟინერ-მშენებელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.96 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |