The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა კოლელიშვილი

ზაზა კოლელიშვილი
ოფიციალური სახელი:ზაქარია კოლელიშვილი
დაბადების თარიღი:11 იანვარი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:მსახიობი, პედაგოგი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1981 წელს, ამავე ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1996 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1997 წელს.

1982-1985წწ. ქ. თელავის ვაჟა–ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი; 1985-1992წწ. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი; 1991-1995წწ. შ.პ.ს. კინოსტუდიის  "ასპიროზი" დირექტორი; 1992-1995წწ. ბავშვთა ხელოვნების სტუდიის დამფუძნებელი; 1998 წელს არასამთავრობო ორგანიზაციის  "მსახიობები საზღვრებს გარეშე", დამფუძნებელი; 1985-1999წწ. კინოსტუდია "ქართული ფილმი"-ს  უმაღლესი კატეგორიის შტატის მსახიობი; 1998-2001წწ. სერგო ზაქარიაძის სახელობის თანამედროვე ხელოვნების სასწავლებლის მსახიობობის ოსტატობა-სასცენო მეტყველების პედაგოგი; 2000-2002წწ. აჭარის ტელევიზია საავტორო გადაცემა "კაი ამბავი", ავტორი; 2000-2002წწ. ქ. ქუთაისის კულტურის სამსახურის უფროსი; 1999-2003წწ. დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი შპს "მოდი ნახე"-ს ხელნაკეთი ნივთები; 2002-2005წწ. ხელოვნების აკადემია, ხელოვნების ოსტატობის პედაგოგი; 2009 წელს შპს კინოსტუდია "გარიგება", დამფუძნებელი; 2011 წელს "Futura film georgia"-ს დამფუძნებელი. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "გარიგება"(1993), "არჩევანი"(2003), "ქუთაისელი ბაბუ"(2007), "გარიგება 2"(გარიგება 20 წლის შემდეგ, 2011) და სხვ.; სცენარის ავტორია ფილმების: "ორი ხევსური"(2006), "ომი და ქორწილი"(2010); პროდიუსერია ფილმების: "ომი და ქორწილი"(2010), "საქართველო ჩემს გულში"(2004); გადაღებულია ფილმებში: "ნატვრის ხე"(შეთე, 1976), "შვიდი პატარა მოთხრობა პირველ სიყვარულზე"(1981), "კუკარაჩა"(მურტალო, 1982), "დედუნა"(1985), "ხარება და გოგია"(ჟორჟიკა ბერძენიშვილი, 1987), "მედიატორი"(2008), "გარიგება 2"(გარიგება 20 წლის შემდეგ, მიტო, 2011) და სხვ.

წყარო: http://www.geocinema.ge/ge/rejisor.php?kod5=243

          http://www.tbsakrebulo.gov.ge/

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი
  • ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, წევრი
  • ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისია, წევრი
  • ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისია, წევრი
  • ხელოვანთა საერთაშორისო ფედერაცია , დირექტორთა საბჭოს წევრი (1996-1997)

გააზიარე: