The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



თემურ ფალავანდიშვილი

თემურ ფალავანდიშვილი
დაბადების თარიღი:26 მაისი, 1940  (77 წლის)
კატეგორია:პედაგოგი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქ. მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1965 წელს.

იმავე წლიდან მუშაობს კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორად; 1992-1994წწ. სახელმწიფო კინოკონცერნის ვიცე-პრეზიდენტი; 1994-2000წწ. სააქციო საზოგადოება "ქართული ფილმის" დირექტორი; 2000-2007წწ. - დირექტორის მოადგილე; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "მიმინო"(1965), "ჩამავალი მზე"(1970), "გოგონა და ჯარისკაცი"(1970), "მზე შემოდგომისა"(1973) "რაჭა ჩემო სიყვარულო"(1977), "ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი"(1990) და სხვ.; სცენარის ავტორია ფილმების: "ჩამავალი მზე"(1970), "ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი"(1990).

წყარო: http://www.geocinema.ge/ge/rejisor.php?kod5=75

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

გააზიარე: