The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გუგული მგელაძე

გუგული მგელაძე
ოფიციალური სახელი:ყარამან მგელაძე
დაბადების თარიღი:12 მაისი, 1928
გარდაცვ. თარიღი:29 ნოემბერი, 2015  (87 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქ. მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1951 წელს; ამავე ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1962 წელს.

1951 წლიდან მსახიობი; 1961 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეჟისორი. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "განთიადი" (1960), "ბურთი და მოედანი" 1961), "ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი" (1965), "ცისკრის ზარები" (1967) "გათენების წინ"(1971),  "თეთრი სახლები" (1975), "არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ" (1975), "როგორ ვიცხოვრო უშენოდ" (1980), "ფესვები" (1987), "გაჭედილები" (ენკი-ბენკი)" (2003) და სხვ.; სცენარის ავტორია ფილმების: "განთიადი"(1960), "ბურთი და მოედანი" (1961), "ცისკრის ზარები" (1967), "არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ" (1975), "როგორ ვიცხოვრო უშენოდ" (1980), "გაჭედილები (ენკი-ბენკი)"(2003) და სხვ.; პროდიუსერია ფილმის: "გაჭედილები (ენკი-ბენკი)" (2003) და სხვ.; კომპოზიტორია ფილმის "თეთრი სახლები" (1975); გადაღებულია ფილმებში: "გიორგი სააკაძე (ავთანდილი, 1943), "ჭრიჭინა" (1954) და სხვ. მიღებული აქვს მოსკოვის სპორტული ფილმების პირველი საკავშირო კინოფესტივალის დიპლომი (1966) მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის "ბურთი და მოედანი", ტაშკენტში აზიისა და აფრიკის ქვეყნების საკავშირო კინოფესიტივალის დიპლომი ფილმისთვის "გათენების წინ".

წყარო: არტინფო: artinfo.geწიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.186

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის
  • 1983 - საქართველოს სახალხო არტისტი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში

გააზიარე: