Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გუგული მგელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ქ. მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1951 წელს; ამავე ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1962 წელს. 1951 წლიდან მსახიობი; 1961 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეჟისორი. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "განთიადი" (1960), "ბურთი და მოედანი" 1961), "ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი" (1965), "ცისკრის ზარები" (1967) "გათენების წინ"(1971), "თეთრი სახლები" (1975), "არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ" (1975), "როგორ ვიცხოვრო უშენოდ" (1980), "ფესვები" (1987), "გაჭედილები" (ენკი-ბენკი)" (2003) და სხვ.; სცენარის ავტორია ფილმების: "განთიადი"(1960), "ბურთი და მოედანი" (1961), "ცისკრის ზარები" (1967), "არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ" (1975), "როგორ ვიცხოვრო უშენოდ" (1980), "გაჭედილები (ენკი-ბენკი)"(2003) და სხვ.; პროდიუსერია ფილმის: "გაჭედილები (ენკი-ბენკი)" (2003) და სხვ.; კომპოზიტორია ფილმის "თეთრი სახლები" (1975); გადაღებულია ფილმებში: "გიორგი სააკაძე (ავთანდილი, 1943), "ჭრიჭინა" (1954) და სხვ. მიღებული აქვს მოსკოვის სპორტული ფილმების პირველი საკავშირო კინოფესტივალის დიპლომი (1966) მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის "ბურთი და მოედანი", ტაშკენტში აზიისა და აფრიკის ქვეყნების საკავშირო კინოფესიტივალის დიპლომი ფილმისთვის "გათენების წინ". წყარო: არტინფო: artinfo.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.186; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.633-634 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |