The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სტეფანე ჭრელაშვილი

სტეფანე ჭრელაშვილი
Other name:სანოსა  (Pseudonym)
ტატალას  (Pseudonym)
Date of birth:27 December, 1857
Date of death:3 January, 1917  (at 59 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Publicist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მაღარო, სიღნაღის რაიონი.

სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში 1876 წლიდან.

დიდად გაიტაცა რევოლუციონერ-ხალხოსანმა იდეებმა და აქტიურად ჩაება მათი წრეების მუშაობაში; აღნიშნულის გამო მას 1878 წელს სამი თვით პატიმრობა და მუდმივი ზედამხედველობა მიუსაჯეს; ამავე მიზეზით ორჯერ იყო გაციმბირებულიც; 1887 წელს დაბრუნდა სამშობლოში და პუბლიცისტობას მიჰყო ხელი, თანამშრომლობდა "ივერიაში", "ნოვოე ობოზრენიესა" და სხვა პერიოდულ გამოცემებში, მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოში აგენტად, მდივნად; წილად ხვდა პატივი ყოფილიყო თბილისის ფუნიკულიორის პირველი დირექტორი; თავის საინტერესო პუბლიცისტურ წერილებს ქართულ ჟურნალ გაზეთებში "სანოსა" და "ტატალას" ფსევდონიმით აქვეყნებდა.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.411

Bibliography


Share: