Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ერქვანია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გაგრა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (1974), მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უმაღლესი სასწავლებელი (1979), მოსკოვის საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია (1991). სხვადასხვა დროს მუშაობდა კომკავშირულ და პარტიულ თანამდებობებზე. 1992-1993 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი. სოხუმის დაცემის შემდეგ, 1993-1998 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე. 1998 წლიდან იყო საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, 2003 წლიდან თადარიგშია. გენერალ-მაიორი (2000). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.92; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.282 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |