შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია ჭყონია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. 1877 წლიდან თანამშრომლობდა ქართულ პერიოდიკასთან, აქვეყნებდა ლექსებს, მოთხრობებს, ნარკვევებს; 1895-1898წწ. მისი რედაქტორობით გამოდიოდა გაზეთი "მეურნე"(იქვე დააარსა ქართული სტამბა სადაც მრავალი წიგნი იბეჭდებოდა), 1907 წელს "სიმართლის გზა"; 1910 წელს შეადგინა და პეტერბურგში გამოსცა "სიტყვის კონა", რომელიც წინასიტყვაობა დაურთო ნიკო მარმა; 1886 წელს მისივე რედაქტორობით გამოვიდა ვახტანგ მეექვსის მიერ სპარსულიდან თარგმნილი "ქილილა და დამანა"; მან ქართულ ენაზე აამეტყველა პუშკინის, ლერმონტოვის, კრილოვის, ჰაინეს, სენკევიჩის ნაწარმოებები; 1913 წელს გამოსცა თხზულებათა "კრებული". წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.413 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |