შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვიქტორ ხომერიკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ვორკუტა, კომის ასსრ. დაამთავრა საერთაშორისო ეკონომიკური უნივერსიტეტი პარიზსში(საფრანგეთი). იგი მიუხედავად იმისა რომ არ წარმოადგენდა არცერთ პოლიტიკურ პარტიას, დიდი ავტორიტეტის გამო განსაკუთრებულ პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენდა; იყო პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაზე ერთ-ერთი მზრუნველი; იბრძოდა მეორე მსოფლიო ომის დროს, რომლის დროსაც მან საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიხსნა ქართველი ტყვეები გესტაპოს საკონცენტრაციო ბანაკიდან, რისთვისაც სამჯერ მოხვდა დასახვრეტთა სიაში; განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი ღვაწლი ქართული კულტურისა და მეცნიერების პოპულარიზაციის საქმეში; მას უნდა უმადლოდეს ქართული ისტორიოგრაფია მენშევიკური მთავრობის საარქივო მასალების გადარჩენასა და მის სამშობლოში დაბრუნებას; პოლიტიკური მოღვაწე, გრიგოლ რობაქიძის ფონდის ერთ-ერთი ფუძემდებელი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.416 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |