The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რომანოზ ფანცხავა

რომანოზ ფანცხავა
სხვა სახელი:ხომლელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:14 ოქტომბერი, 1861
გარდაცვ. თარიღი:2 მაისი, 1928  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:კრიტიკოსი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხომული, ახლანდელი წყალტუბოს რაიონი.

სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში და თბილისის სასულიერო სემინარიაში; ნოვოროსიის უნივერსიტეტში(ოდესა) ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე თავისუფალ მსმენელად 1885 წლიდან.

1889 წელს დაბრუნდა სამშობლოში ჩაება საზოგადოებრივ-ჟურნალისტურ საქმიანობაში; მისი პირველი წერილი 1882 წელს დაიბეჭდა ქუთაისის გაზეთ "შრომაში"; 1888 წელს შემოდგომიდან მუშაობდა ყოველკვირეულ გაზეთ "თეატრში"; 1893-1998წწ. იყო გაზეთ "კვალის" კრიტიკის განყოფილების გამგე და აქვეყნებდა კრიტიკულ-პუბლიცისტურ ნაწერებს; შემდეგ თანამშრომლობდა აკაკი წერეთლის "კრებულში"; 1890 წელს იყო ქართული წიგნების მბეჭდავი ამხანაგობის დაარსების ერთ-ერთი მეთავე; 1891 წელს მუშაობა დაიწყო ე. წ. საფილოქსერო კომიტეტში, შემდეგ კი შავი ქვის მრეწველთა საბჭოში; 1909 წელს დაუბრუნდა ლიტერატურულ საქმიანობას, თანამშრომლობდა ქუთაისის პრესაში ("შინაური საქმეების", "განთიადის", "ცხოვრების", "თავისუფლების" რედაქციები). 1922-იდან თანამშრომლობდა საბჭოთა ჟურნალ-გაზეთებში; პუბლიცისტურ წერილებსა და კრიტიკულ მიმოხილვებში ფანცხავა საზოგადოებრივი-ლიტერატურული ცხოვრების აქტუალურ საკითხებს განიხილავდა დემოკრატიული-პროგრესული თვალთახედვით; მნიშვნელოვანია მისი კრიტიკული მიმოხილვანი იოსებ დავითაშვილის, მელანიას(ნიკოლოზ ნათიძის), ნიკოლოზ ბარათაშვილის, ავქსენტი ცაგარელის, დუტუ მეგრელის და სხვების შესახებ; აღსანიშნავია ფანცხავას წვლილი რუსთველოგიური კვლევის ისტორიაში; მას ეკუთვნის წერილები კ. მარქსისა და ფ. ენგელსის მოღვაწეობაზე, აგრეთვე ბ. ბელინსკისა და ლესინგის კრიტიკული აზროვნების მიმოხილვანი; აღსანიშნავია ფანცხავას წერილების სერია, რომელშიც იგი ახასიათებს თავისი დროის ქართველ მწერლებს(ე. გაბაშვილს, ნიკო ლომოურს, ვაჟა-ფშაველას, ია ეკალაძეს, მ. ყიფიანს, სტ. ჭრელაშვილს, გ. წერეთელს და სხვ.), აგრეთვე მემუარული ჩანაწერები - "ცხოვრების მოედანი" (ჟურნალებში "რევოლუციის მატიანე", "ქართული მწერლობა", გაზეთი "ლომისი").

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.418


გააზიარე: