The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გარი კუნცევი

გარი კუნცევი
დაბადების თარიღი:22 აპრილი, 1943
გარდაცვ. თარიღი:3 ოქტომბერი, 2000  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაამთავრა ქ. ლენინგრადის კინოსაინჟინრო ინსტიტუტი ხმის ოპერატორის სპეციალობით.

1970 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" ხმის რეჟისორად; 1980 წლიდან იყო საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. მისი სცენარის მიხედვით გადაღებულია მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები. დამდგმელი რეჟისორია ფილმის: "სახლი, სადაც იბადებიან ზღაპრები“(დოკუმენტური, 2002); სცენარის ავტორია ფილმის: "ჩვენი ჯერია, ბიჭებო"! (1986); ხმის რეჟისორი/ოპერატორია ფილმების: "მშვიდობიანი დღეები" (1974), "დათა თუთაშხია" (1978), "ქორწინება იმერულად" (1979), "იცოცხლე გენაცვალე" (1981), "ჟანგიანი რაინდი" (ანიმაციური, 1984), "ათოვდა ზამთრის ბაღებს" (1984), "აშუღ-ყარიბი" (1988), "ალყა" (1990), "მოწმე"(ანიმაციური, 1991), "ლეონარდი" (1993), "ოსკარი" (1995), "ოცნებების სასაფლაო" (1997), "ანთიმოზ ივერიელი"(2001), "სიყვარული და კარტოფილი" (2003), "მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი" (2008) და სხვ. ხმის რეჟისორი, ოპერატორი.

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.geწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.339

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის

გააზიარე: