The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან ლოსაბერიძე

ქეთევან ლოსაბერიძე
ოფიციალური სახელი:ქეთევან ლოსაბერიძე
დაბადების თარიღი:1 აგვისტო, 1949  (69 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტყიბული.

დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი 1970 წელს.

საქართველოს 1980 წლის საუკეთესო სპორტსმენი; 1980 წელს მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი პირად ჩათვლაში; 1973 და 1981 წლებში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი; 6 მსოფლიო რეკორდის მფლობელი; 1972 წ. ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი და 1978 წელს ევროპოს ჩემპიონი. მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული; მშვილდოსანი. 

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.632

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაცია, პრეზიდენტი (2002-2005)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
  • ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი

გააზიარე: