შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიკა ნადარეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გუდაუთა. დაამთავრა ქ. სოხუმის მუსიკალური სასწავლებელი 1990 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1995 წელს(მუსიკის თეორია). 1997 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(თეორიული საგნები), 2005 წლიდან ასოცირებული პროფესორი; 2008-2010წწ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი; 2008-2010წწ. დოქტორანტურის სამეცნიერო საქმეების მწარმოებელი და კოორდინატორი; 2010-2013წწ. სასწავლო დეპარტამენტის უფროსი; 2013-2022წწ. სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი; 2021-დან მუსიკის თეორიის მიმართულების ხელმძღვანელი; 2023-დან - პროფესორი. მუსიკისმცოდნე-თეორეტიკოსი, მუსიკოლოგიის დოქტორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ოსტინატოს ფორმები ევროპულ პროფესიულ მუსიკაში", დაიცვა 1997 წელს. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 357
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |