The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარინა ნადირაძე

მარინა ნადირაძე
დაბადების თარიღი:30 სექტემბერი, 1978  (45 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია(საფორტეპიანო).

1999-2001წწ. სტაჟირება გაიარა შოტლანდიის მუსიკისა და დრამის სამეფო აკადემიაში, პედაგოგი ფ. ჯენკინსი(ფორტეპიანო), მიენიჭა მასტერის წოდება; სწავლის პერიოდში მოიპოვა არაერთი პრიზი და სტიპენდია; Myra Hess-ის ფონდისა და Craxton-ის მემორიალური ფონდის სტიპენდიების დახმარებით წარმატებულ სოლო კარიერას აგრძელებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში; ძირითადად  მოღვაწეობს დიდ ბრიტანეთში, 2002-2006წწ. როგორც პედაგოგი სამეფო აკადემიაში, 2009 წლიდან ბედფორდის სკოლაში, სოლისტი, 2001-2007წწ. იამაჰას სოლისტი; ქართული რეპერტუარი: რ. ლაღიძე რონდო-ტოკატა, ა. ბალანჩივაძე კონცერტი N3; სხვა კამერული რეპერტუარი: ი. ს. ბახი, სკარლატი, ბეთჰოვენი, შოპენი, შუმანი, ლისტი, პროკოფიევი, რაველი, დებიუსი; კონცერტები: ბეთჰოვინის N2, 3, 5, ლისტის N1, რახმანინოვის N2, მოცარტის კონცერტები, სენ-სანსის N2, ბრამსის N2, გრიგის, შოპენის N1, 2; გასტროლებით შემოიარა: ავსტრია, გერმანია, არგენტინა, ისლანდია, კორეა, რუსეთი, შვეიცარია, საფრანგეთი; პიანისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 358

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ლოურენს გროვერის სახელობის კონკურსი, II პრემია, ვერცხლის მედალი, პრიზი ჯ. მაკ-კეიბის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის (შოტლანდია )
  • 2001 - Lasmo Staffa Award, I პრემია (შოტლანდია)
  • 1995 - თბილისის საერთაშორისო კონკურსი, II პრემია და სპეციალური პრიზი არტისტიზმისათვის
  • 1995 - შოპენის სახელობის კონკურსი (გიოტინგენი)
  • 1987 - დვარიონასის სახელობის საერთაშორისო კონკურსი, I პრემია (ვილნიუსი)

გააზიარე: