შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გაბრიელ ჯაბუშანური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: არხოტის ხეობა, ხევსურეთი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ერთხანს მშობლიურ სოფელში პედაგოგობდა, განაგებდა სოფლის სამკითხველოს, შემდეგ კოლმეურნეობის თავჯდომარედაც მუშაობდა; ჯერ კიდევ ცამეტი წლის ყმაწვილს უქვეყნებდნენ ლექსებს საბავშვო ჟურნალ-გაზეთები; კრებდა და იწერდა ხალხური შემოქმედების შედევრებს; 1935 წელს ჟურნალ ჩვენს თაობაში გამოქვეყნდა მისი ლექსი "ცხენი" და უმალ მიიქცია ფართო მკითხველთა ყურადღება; 1940 წელს გამოვიდა პოეტის პირველი კრებული — "არაგვიანი"; ამას მოჰყვა კრებულები: "ლექსები", "ნათელი მთაში", "ლირიკა", "მზეთა ქვეყანა", "მაღალი მთვარე", "ჩრდილი და მთვარე", "მოკრძალება", "რჩეული" და სხვა. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ. 421 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |