The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გაბრიელ ჯაბუშანური

გაბრიელ ჯაბუშანური
დაბადების თარიღი:11 სექტემბერი, 1914
გარდაცვ. თარიღი:22 დეკემბერი, 1968  (54 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: არხოტის ხეობა, ხევსურეთი.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

ერთხანს მშობლიურ სოფელში პედაგოგობდა, განაგებდა სოფლის სამკითხველოს, შემდეგ კოლმეურნეობის თავჯდომარედაც მუშაობდა; ჯერ კიდევ ცამეტი წლის ყმაწვილს უქვეყნებდნენ ლექსებს საბავშვო ჟურნალ-გაზეთები; კრებდა და იწერდა ხალხური შემოქმედების შედევრებს; 1935 წელს ჟურნალ ჩვენს თაობაში გამოქვეყნდა მისი ლექსი "ცხენი" და უმალ მიიქცია ფართო მკითხველთა ყურადღება; 1940 წელს გამოვიდა პოეტის პირველი კრებული — "არაგვიანი"; ამას მოჰყვა კრებულები: "ლექსები", "ნათელი მთაში", "ლირიკა", "მზეთა ქვეყანა", "მაღალი მთვარე", "ჩრდილი და მთვარე", "მოკრძალება", "რჩეული" და სხვა.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ. 421

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: