შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ დარჩიევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1951-1958წწ. მუშაობდა სხვადასხვა კინოთეატრსა და კინოსტუდია "ქართულ ფილმში" კინომექანიკოსად; 1958-1964წწ. საქართველოს სამეცნიერო–პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიაში ჯერ ხმის ოპერატორის ასისტენტად, 1962 წლიდან ხმის ოპერატორად; 1964 წლიდან საქართველოს ტელევიზია, ხმის ოპერატორი; 1968 წლიდან კომპანია "ქართული ტელეფილმი", ხმის ოპერატორი. ხმის რეჟისორი/ოპერატორია ფილმების: "მამონას ცდუნება" (1960), "ჩვენი ქალაქი" (დოკუმენტური, 1964), "კედელი" (1966); "ერთი შეხვედრის ქრონიკა" (დოკუმენტური, 1968), "სერენადა" (1968), "მონადირე" (1970), "თუშეთის ფერები" (1973), "ბორანი" (1975), "ვერიკო ანჯაფარიძე"(დოკუმენტური, 1976), "სეტყვა" (1979), "ბორის პაიჭაძე“ (დოკუმენტური, 1990), "დისკოთეკა 106-ის ეთერში“ (დოკუმენტური, 1998) და სხვ. წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |