The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მედეა ჯაფარიძე

მედეა ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:20 მარტი, 1923
გარდაცვ. თარიღი:31 მარტი, 1994  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებულ სტუდიაში ისმენდა გიორგი ტოვსტონოგოვის ლექციების კურსს მსახიობის ოსტატობაში.

ორი წელი მუშაობდა ნაძალადევის კულტურის სახლთან არსებულ ხალხური შემოქმედების თეატრში; 1942 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი; მივლინებული იყო მოსკოვში, ვლ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის სტუდიაში, აქ იგი რეჟისორმა ი. ზავადსკიმ მიიწვია "მოსსოვეტის" თეატრში, სადაც რუსულ ენაზე შეასრულა კლეოპატრას როლი ბერნარდ შოუს პიესაში "კეისარი და კლეოპატრა"; სულ მალევე დაბრუნდა სამშობლოში და მთელი ცხოვრება ქართულ კინო-თეატრს მოახმარა; კოტე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე მან შექმნა არაერთი უბრწყინვალესი სახე, რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული თეატრის უმდიდრეს ისტორიაში; მათგან აღსანიშნავია: ნინა (მიხაილ ლერმონტოვის "მასკარადი"), ჯულიეტა, ბეატრიჩე, ლედი ანა (უილიამ შექსპირის "რომეო და ჯულიეტა", "ჭირვეული ცოლის მორჯულება", "რიჩარდ III"), ჭრიჭინა (მ. ბარათაშვილის "მარინე"), გულსუნდა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), მარტა (კასონას "ხეები ზეზეულად ხმებიან"), ვარვარა კარპოვნა (კიტა ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია"), გულქანი (პ. კაკაბაძის "კახაბერის ხმალი"), იოკასტე (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), დედა (ლაშა თაბუკაშვილის "ძველი ვალსი") და სხვა; 1940 წლის დასაწყისში გამოჩნდა კინოეკრაზე ფილმებში: "დაკარგული სამოთხე" (დ. რონდელი, 1937), "ქალიშვილი გაღმიდან" (ლ. ესაკია, 1940), "კოლხეთის ჩირაღდნები" (დ. რონდელი, 1940, ძაბული), "ხიდი" (კ. პიპინაშვილი, 1942, მანანა), "გიორგი სააკაძე" (მ. ჭიაურელი, 1942-1943, თინათინი), "ჯურღაის ფარი" (დ. რონდელი, ს. დოლიძე, 1944, დედოფალი და ეთერი), "პოეტის აკვანი" (კ. პიპინაშვილი, 1947, ანა), დიდი პოპულარულობა მოუტანა მთავარმა როლმა მიუზიკლში "ქეთო და კოტე" (ვ. ტაბლიაშვილი, შ. გედევანიშვილი, 1948), შეასრულა მთავარი როლები მუსიკალურ კომედიაში "წარსული ზაფხული" (ნ. ნენოვა, გ. წულაია, 1959, ელიკო), მელოდრამებში: "მზე შემოდგომისა" (ი. ფალავანდიშვილი, 1973, ეკა) და "სანამ წვიმა გადაივლის" (ქ. დოლიძე, 1983, დედა), შექმნა საიათნოვას დედის სახე ფილმში "საიათნოვა" (ს. ფარაჯანოვი, 1968), გაახმოვანა მთავარი პერსონაჟი ანიმაციურ ფილმში "გულუბრყვილო ბატი ტასიკოს თავგადასავალი" (დ. სიხარულიძე, 1984); საზოგადო მოღვაწე, კინოსა და თეატრის მსახიობი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.428; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ.,1987.-გვ.544; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.geწყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ.228

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა ქალების კომიტეტი, წევრი
  • საზოგადოება "ცოდნა", წევრი
  • საპარლამენტო ჯგუფი, წევრი
  • სსრკ უმაღლესი საბჭო, დეპუტატი
  • უცხოეთთან კულტურული ურთიერთობის კომიტეტი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1988 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1976 - წლის საუკეთესო მსახიობი ქალი, ფილმში "მზე შემოდგომისა" ეკას როლის შესრულებისათვის
  • 1951 - სსრკ სახელმწიფო პრემია, ფილმში "ჯურღაის ფარში" დედოფლისა და ეთერის როლების შესრულებისათვის
  • საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: