The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ გვანცელაძე

მერაბ გვანცელაძე
დაბადების თარიღი:6 ივნისი, 1940
გარდაცვ. თარიღი:26 სექტემბერი, 1995  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1970 წელს.

1957-1960წწ.  "ქართული ფილმის" ხმის ოპერატორის ასისტენტი, ხმის ოპერატორი; 1960-1968წწ. საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდია, ხმის ოპერატორი; 1968 წლიდან გარდაცვალებამდე - კომპანია "ქართული ტელეფილმი", ხმის ოპერატორი, კინორეჟისორი. დამდგმელი რეჟისორია ფილმის: "ჰამლეტ გონაშვილი"(დოკუმენტური, 1988), ხმის რეჟისორი/ოპერატორია ფილმების: "საქართველო არის ესე"(დოკუმენტური, 1967), "ძველი ქართული საგალობლები"(დოკუმენტური, 1970), "მეთხუთმეტე ზაფხული"(1971), "მზიური"(1973), "კომპოზიტორი ალექსი მაჭავარიანი"(დოკუმენტური, 1976), "ორმო"(1979), "ფშავი"(დოკუმენტური, 1981), "ექსჩემპიონი"(1983), "ლაქა"(1985), "სინას მთა"(დოკუმენტური, 1990),  "ლიტურგია"(დოკუმენტური, 1991), "ფერეიდნელი ქართველები 24 წლის შემდეგ"(დოკუმენტური, 1994), "ჩონგური (მანქანის ქურდები)"(1994) და სხვ.

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge


გააზიარე: