The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ჯაფარიძე

მიხეილ ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:3 თებერვალი, 1906
გარდაცვ. თარიღი:6 მაისი, 1964  (58 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:დრამატურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხრეითი, ჭიათურის რაიონი.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე 1927 წლიდან.

თავდაპირველად პრაქტიკულ საქმიანობას შეუდგა თბილისის მუშათა თეატრში; 1938 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა თეატრში რეჟისორად და მსახიობად; 1924 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსები; შემდეგ გაიტაცა დრამატურგიამ და მთელი სიცოცხლე ამ ჟანრს ემსახურებოდა; მისი პიესები წარმატებით იდგმებოდა რუსთაველის, მარჯანიშვილის, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის, მოზარდ მაყურებელთა, ქუთაისის, ბათუმის, სოხუმის და სხვა ქალაქებსა და კულტურის სახლებში; დრამატურგის შემოქმედებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: "ჟამთაბერის ასული", "მეზობლები", "ჩვენებურები", "ბუღარა" და სხვები; მან თანრგმნა აგრეთვე ვიშნევსკის, ტრენიოვის, პოპოვის პიესები.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.429; მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 2/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.251-255

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1942-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია

  • პიესები (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1963. - 303გვ.
  • ჟამთაბერის ასული : პიესა 5 მოქმედებად (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა მწერალი-ს გამ-ბა, 1946. - 124გვ.

გააზიარე: