შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ქიშმიშევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა კავშირგაბმულობის ელექტროტექნიკუმი 1938 წელს; კავშირგაბმულობის საკავშირო ინსტიტუტი 1941 წელს. 1940-1956წწ. მუშაობდა საქართველოს რადიოში; 1956-1967წწ. საქართველოს ტელევიზია, ხმის რეჟისორი; 1968-1997წწ. კომპანია "ქართული ტელეფილმი", ხმის ოპერატორი. ხმის რეჟისორი/ოპერატორია ფილმების: "ირმის ნახტომი" (დოკუმენტური, 1960), "მზე ჭიქაში" (1963), "მეტოქეები" (1963), "სიმღერით ცხოვრებაში... " (დოკუმენტური, 1964), "ქვევრი"(1970), "რეკორდი" (1973) "მომღერალი თიხა" (დოკუმენტური, 1975), "უკანასკნელი ნახტომი" (დოკუმენტური, 1977), "მღერის მედეა ძიძიგური" (დოკუმენტური, 1981), "ყოველი ქართლი" (დოკუმენტური, 1995), "სისხლიანი სცენარი"(1996) და სხვ. წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |