The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე ლესელიძე

კონსტანტინე ლესელიძე
Date of birth:15 October, 1903
Date of death:21 February, 1944  (at 40 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხვაბრეთი, ოზურგეთის რაიონი.

იყო კავკასიის წითელდროშოიანი არმიის კურსანტთა აღმოსავლეთის ბრიგადის კურსანტი 1921 წლიდან; იმავე წლის აგვისტოში კი გაერთიანებული ქართული სამხედრო სკოლის კურსანტი; მეთაურთა შემადგენლობის დახელოვნების საარტილერიო კურსების მსმენელი დეტსკოე სელოში 1928-1929წწ..

1922-1925წწ. იყო გაერთიანებული ქართული სამხედრო სკოლის ოცეულის მეთაური; 1925 წელს დაინიშნა გაერთიანებული ქართული სამხედრო სკოლის ბატარეის მეთაურის თანაშემწის მოვალეობის დროებით შემსრულებლად, 1926-1927წწ. მეთაურის თანაშემწედ; 1927-1928წწ. იყო კავკასიის წითელდროშოვანი არმიის პირველი ქართული მსროლელი პოლკის ბატარეის მეთაური; 1929 წელს დაინიშნა კავკასიის წითელდროშოიანი არმიის 1–ლი ქართული მსროლელი პოლკის ბატარეის მეთაურად; 1930 წელს კავკასიის წითელდროშიანი არმიის მე–5 ქართული მსროლელი პოლკის დივიზიონის მეთაურად; 1931-1937წწ. იყო კავკასიის წითელდროშიანი არმიის მე–2 ქართული საარტილერიო პოლკის მეთაური და კომისარი; 1937—1938წწ. იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის 63–მე ქართული მსროლელი დივიზიის მეთაური და კომისარი; ამავდროულად, 1934 და 1937 წლებში იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის ყრილობების დელეგატი; 1938 წელს დატოვა კავკასია და 1941 წლამდე იყო ბელორუსიის განსაკუთრებული სამხედრო ოლქის მე–5 მსროლელი დივიზიის არტილერიის უფროსი; 1939 წელს მონაწილეობდა პოლონეთის კამპანიაში მე–5 მსროლელი დივიზიის არტილერიის უფროსად; დიდი სამამულო ომის საწყის წლებში იყო დასავლეთის ფრონტის მე–2 მსროლელი კორპუსის არტილერიის უფროსი და შემდგომ დასავლეთის ფრონტის 50-ე არმიის სარდლის მოადგილე; 1942 წლიდან, მას შემდეგ რაც მოწინააღმდეგემ კავკასიას შეუტია, იგი გადაიყვანეს ამიერკავკასიის ფრონტზე; იყო ამიერკავკასიის ფრონტის მე–3 მსროლელი კორპუსის მეთაური (1942), ამიერკავკასიის ფრონტის 46–ე არმიის ჯარების სარდალი (1943), ამიერკავკასიის ფრონტის 47–ე არმიის ჯარების სარდალი (1943), ჩრდილოეთკავკასიის ფრონტის, 1-ლი უკრაინული ფრონტის მე–18 არმიის ჯარების სარდალი(1943-1944); მან თავი გამოიჩინა კავკასიის ქედზე ქლუხორის და მარუხის უღელტეხილებთან გამართული ბძოლებით, ქალაქ ტუაფსესა და ნახევაკუნძულების ნოვოროსიისკისა და ანაპის გათავისუფლებით; ქართველი მხედართმთავარი, გენერალ-პოლკოვნიკი, მე-18 სადესანტო არმიის სარდალი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.236; warheroes.ruსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.346-347

Member of Organizations

  • კომუნისტური პარტია, წევრი

Awards and Honors

  • 1971 - საბჭოთა კავშირის გმირი
  • 1944 - ბოგდან ხმელნიცკის I ხარისხის ორდენი
  • 1944 - მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • 1943 - კუტუზოვის I ხარისხის ორდენი
  • 1943 - სუვოროვის I ხარისხის ორდენი
  • 1942 - წითელი დროშის ორდენი
  • 1942 - ლენინის ორდენი
  • 1936 - წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • 1931 - შრომის წითელი დროშის ორდენი

Share: