The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლუარსაბ II (ქართლის მეფე)

ლუარსაბ II
ოფიციალური სახელი:ლუარსაბ ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:1592
გარდაცვ. თარიღი:1622  (30 წლის ასაკში)
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ქართლის მეფე 1606-1615წწ.. მისი გამეფების წინა ხანებში შაჰ აბას I-მა თბილისი დაიკავა და ციხეში ყიზილბაშთა გარნიზონი ჩააყენა, თუმცა ქალაქი ქართველთა ხელთ იყო. ლუარსაბ II-მ თბილისის მოურავად გიორგი სააკაძე დანიშნა. 1610 წელს ლუარსაბ II ირანში ეახლა შაჰ აბას I-ს, რომელმაც ამ ვიზიტის შედეგად მას დაუბრუნა თბილისის ციხე. ლუარსაბ II-ის დროს შეიკრა კახეთისა და ქართლის კავშირი, რომლის მიზანი იყო ერთობლივი ბრძოლა ირანის აგრესიის წინააღმდეგ. 1614 წლის დასაწყისში, შაჰ აბას I-ის ლაშქრობისას, ლუარსაბ II იძულებული გახდა იმერეთში გახიზნულიყო. თბილისი კვლავ ირანელებმა დაიკავეს. 1614 წლის ოქტომბერში ლუარსაბ II ხელთ იგდო შაჰ აბას I-მა, ირანში წაიყვანა და გამაჰმადიანებაზე უარის თქმის გამო შირაზის ციხეში დაახრჩობინა. ლუარსაბ II ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.632


გააზიარე: