შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანდრია კრასნოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი 1885 წელს. მის ნაშრომებში ასახულია შუა აზიის, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ველების, აზიის სუბტროპიკული მეჩაიეობის რაიონების თანამედროვე მცენარეულობა და მათი ისტორიული განვითარება. 1889-1911წწ. ხარკოვის უნივერსიტეტის პროფესორი; იგი კავკასიაში ჩაისა და ციტრუსების კულტურის გაშენების ერთერთი პიონერია. 1912 წელს მისი ინიციატივით ჩაეყარა საფუძველი ბათუმის ბოტანიკურ ბაღს. რუსი ბოტანიკოსი და გეოგრაფი. წყარო: ქართული ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.17; 100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ.147; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.204
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |