შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბიძინა მაზიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი : სოფელი ზემო მაჩხაანი, დედოფლისწყაროს რაიონი. დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი 1959 წელს. 1964-82წწ. და 1993-1995წწ. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი; 1970-1981წწ. სსრკ ნაკრების მწვრთნელი; 1990 წელს მიწვეული იყო იაპონიაში ქართული ჭიდაობის გაკვეთილების ჩასატარებლად. მისი აღზრდილები არიან: ანზორ მარტყოფლიშვილი, ჯიბილო ნიჟარაძე, გივი ონაშვილი, რამაზ ხარშილაძე, ფარნაოზ ჩიკვილაძე, გურამ გოგოლაური, ამირან მუზაევი (ყველა – ძიუდო), გენადი გიორგაძე, მალხაზ ბერუაშვილი (ორივე – სამბო). ძიუდოისტი, სსრკ საუკეთესო მწვრთნელი ძიუდოში (1970). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.635; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.148; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.455-456 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |