The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბიძინა მაზიაშვილი

ბიძინა მაზიაშვილი
დაბადების თარიღი:9 მაისი, 1928
გარდაცვ. თარიღი:14 ოქტომბერი, 2004  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი : სოფელი ზემო მაჩხაანი, დედოფლისწყაროს რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი 1959 წელს.

1964-82წწ. და 1993-1995წწ. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი; 1970-1981წწ. სსრკ ნაკრების მწვრთნელი; 1990 წელს მიწვეული იყო იაპონიაში ქართული ჭიდაობის გაკვეთილების ჩასატარებლად. მისი აღზრდილები არიან: ანზორ მარტყოფლიშვილი, ჯიბილო ნიჟარაძე, გივი ონაშვილი, რამაზ ხარშილაძე, ფარნაოზ ჩიკვილაძე, გურამ გოგოლაური, ამირან მუზაევი (ყველა – ძიუდო), გენადი გიორგაძე, მალხაზ ბერუაშვილი (ორივე – სამბო). ძიუდოისტი, მწვთნელი, სსრკ საუკეთესო მწვრთნელი ძიუდოში (1970).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.635; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.148

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • სსრკ სპორტის ოსტატი (სამბო)

გააზიარე: