შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან ნადარეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა პეტერბურგის ა. ვაგანოვას სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1937 წელს. 1922 წლიდან სწავლობდა პერინის სახელობის საბალეტო სტუდიაში; მისი დებიუტი შედგა სახაზინო თეატრის სცენაზე "თავისუფლების მარში"(თ. ვეკუასთან ერთად); 1931-1932წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის მოცეკვავე; 1937 წლიდან კვლავ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის მოცეკვავე, 1939-1946წწ. სოლისტი; პარალელურად, 1939 წლიდან მუსკომედიის თატრის დამდგმელი ბალეტმაისტერი; 1964-1966წწ. ქ. გორკის ოპერისა და ბალეტის თეატრის დამდგმელი ბალეტმაისტერ-რეპეტიტორი; 1966 წლიდან თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის კლასიკური ცეკვის პედაგოგი; პარალელურად, თბილისის სომხურ თეატრში დამდგმელი ბალეტმაისტერი; 1969 წლიდან ლიტვაში, კაუნასის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ბალეტის პედაგოგი; 1973-1989წწ. თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში სასცენო მოძრაობის კათედრის უფროსი მასწავლებელი, 1976 წლიდან დოცენტი; იყო რეპრესირებული, 1946-1951წწ. იმყოფებოდა პატიმრობაში(თბილისი, როსტოვი, კანსკი, ზლობინო); ზლობინოს ციხეში შექმნა 16 კაციანი საბალეტო დასი და დგამდა წარმოდგენებს; მისი საბალეტო პარტნიორები იყვნენ: ს. გორსკი, ვ. ლიტვინენკო, ზ. კიკალეიშვილი, ვ. ჭაბუკიანი; ქართული რეპერტუარი: ნათელა(ა. ბალანჩივაძე "მთების გული"); სხვა რეპერტუარი: სვანილდა(დელიბი "კოპელია"), ჩელიტა(მინკუსი "დონ-კიხოტი"), მარია(ასაფიევი "ბაღჩისარაის შადრევანი"), სილფიდა(ფოკინი "შოპენიანა"), ლიზა(ჰერტელი "ამაო სიფრთხილე"), ოდეტა-ოდილია(ჩაიკოვსკი "გედების ტბა"); ცეკვები საოპერო სპექტაკლებში: ბოროდინი "თავადი იგორი", ბიზე "კარმენი", ვერდი "ტრავიატა", "აიდა", გუნო "ფაუსტი"; დადგმები, თბილისის მუსკომედიის თეატრში: კალმანი "სილვა", კურტიდი "ჰაჯარათი"; აგრეთვე სხვა თეატრებში: "ძაღლი თივაზე", "დემონი", "აკულინა", საბავშვო სპექტაკლები; საქართველოს ტელევიზიაში სატელევიზიო დადგმა; გადაღებულია დოკუმენტური ტელეფილმი "ქეთევან ნადარეიშვილი"(1992, რეჟისორი გივი ვეფხვაძე); ინგლისის სამეფო არტილერიის გენერლის გორდონ რედვერს ჯიმი უეის(1900-1981) მეუღლე. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 357 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |