The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ნადიბაიძე

დაბადების თარიღი:1934
გარდაცვ. თარიღი:14 მარტი, 1985  (51 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ეისკი, კრასნოდარის ოლქი(რუსეთის ფედერაცია).

დაამთავრა ქ. როსტოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1957 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1961 წელს(ვოკალური).

მის რეპერტუარში იყო 30-მდე პარტია, მათ შორის ქართული რეპერტუარი: აბიო, ცანგალა(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), მაკარი(ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), ტირეზია(ა. შავერზაშვილი "ოიდიპოს მეფე"), თათარხანი(ა. ბალანჩივაძე "ოქროს ქორწილი", 1970, პრემიერა), ტრიფონი(ო. თაქთაქიშვილი "პირველი სიყვარული", 1980, პრემიერა), მარკიზი(გ. ყანჩელი "...და არს მუსიკა"); ვოკალურ-ინსტრუმენტული: ტ. ბაქრაძე კანტატა "უკვდავი სახელი"(1970), ა. შავერზაშვილი ორატორია "ჩემი სამშობლოს სიმღერები", გრ. კოკელაძე "კანტატა საქართველოზე"(1972, პირველი შესრულება); კამერული რეპერტუარი: ი. ბარდანაშვილი "თოჯინური ბალადა"(1972, პირველი შესრულება), ა. შავერზაშვილი "ხმა იდუმალი"(1980, პირველი შესრულება), რ. გაბიჩვაძე ვოკალური ციკლი "ჭეშმარიტება და სიყვარული", ნ. გიგაური "მონოლოგი"; ქართველ, რუს კომპოზიტორთა რომანსები; სხვა რეპერტუარი: სპარაფუჩილე, ლუდოვიკო, მეფე(ვერდი "რიგოლეტო",  "ოტელო", "აიდა"), ბარტოლო(როსინი "სევილიელი დალაქი"), დონ პასკუალე(დონიცეტი "დონ პასკუალე"), ცუნიგა(ბიზე "კარმენი"), ფარლაფი(გლინკა "რუსლან და ლუდმილა"), ვარლაამი, პიმენი(მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"); საოპერო მომღერალი, ბანი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 358

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: