The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი თუმანიშვილი

დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:17??
კატეგორია:კალიგრაფი, პოეტი

ბიოგრაფია

XVII-XVIII საუკუნეების ქართველი პოეტი და კალიგრაფი;1688-1721წწ. იყო ერეკლე I-ის, არჩილ II-ის, ლევან ბატონიშვილისა და ვახტანგ VI-ის კარის მდივან-მწიგნობარი; 1701-1705წწ. არჩილ II-ის დავალებით გადაწერა "არჩილიანი"(S- 425); მასვე ეკუთვნის ვახტანგ მეექვსის სახელზე დაწერილი ეპიტაფია, რომელიც მხატვრული ღირსებებითაც საყურადღებოა და ინტონაციურადაც ენათესავება თვით ვახტანგისა ლექსთა ტონალობას. 1721 წელს ვახტანგ VI-ის ბრძანებით ვახუშტი ბატონიშვილთან ერთად აღწერა საბარათიანო. მისი ლექსები დაცულია ხელნაწერების (S-424, Q-548) სახით. თუმანიშვილს ეკუთვნის ვახტანგ VI-ის ეპიტაფია. გივი თუმანიშვილს ვახტანგ მეექვსესა და სულხან საბასთან ერთად მონაწილეობა მიუღია „შვიდი მთიების” თემაზე გამართულ ლიტერატურულ შეჯიბრში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 9; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 159


გააზიარე: