Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი თუმანიშვილი![]()
BiographyXVII-XVIII საუკუნეების ქართველი პოეტი და კალიგრაფი;1688-1721წწ. იყო ერეკლე I-ის, არჩილ II-ის, ლევან ბატონიშვილისა და ვახტანგ VI-ის კარის მდივან-მწიგნობარი; 1701-1705წწ. არჩილ II-ის დავალებით გადაწერა "არჩილიანი"(S- 425); მასვე ეკუთვნის ვახტანგ მეექვსის სახელზე დაწერილი ეპიტაფია, რომელიც მხატვრული ღირსებებითაც საყურადღებოა და ინტონაციურადაც ენათესავება თვით ვახტანგისა ლექსთა ტონალობას. 1721 წელს ვახტანგ VI-ის ბრძანებით ვახუშტი ბატონიშვილთან ერთად აღწერა საბარათიანო. მისი ლექსები დაცულია ხელნაწერების (S-424, Q-548) სახით. თუმანიშვილს ეკუთვნის ვახტანგ VI-ის ეპიტაფია. გივი თუმანიშვილს ვახტანგ მეექვსესა და სულხან საბასთან ერთად მონაწილეობა მიუღია „შვიდი მთიების” თემაზე გამართულ ლიტერატურულ შეჯიბრში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 9; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 159
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |