The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარინა ნათიშვილი

დაბადების თარიღი:19 დეკემბერი, 1920
გარდაცვ. თარიღი:ივნისი, 1976  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი 1935 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1943 წელს(საფორტეპიანო).

1947 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო კათედრის პროფესორის ასისტენტი, 1952 წლიდან საფორტეპიანო ფაკულტეტის პედაგოგი, საფორტეპიანო განყოფილების დაუსწრებელი ფაკულტეტის კათედრის გამგე; მოწაფეები: ნ. ჭელიძე, ლ. დადივაძე, რ. ბუჩუკური; ქართული რეპერტუარი: ა. მაჭავარიანი "ესკიზი", "ექსპრომტი", შ. თაქთაქიშვილი ციკლი "ბუნების სურათები"; სხვა რეპერტუარი, კონცერტები: ბეთჰოვენი N1, ბრამსი N1, ჩაიკოვსკი N1, რახმანინოვი N2, სონატები: ბეთჰოვენი, ბრამსი, შოპენი, სკრიაბინი, რახმანინოვი, პროკოფიევი, კაბალევსკი, ძერჟინსკი; გასტროლები: სსრკ, ჩეხოსლოვაკია; პიანისტი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საფორტეპიანო ფუგა რუსი კლასიკოსი-კომპოზიტორების შემოქმედებაში", დაიცვა 1954 წელს.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 359


გააზიარე: