The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ მაიაკოვსკი

ვლადიმერ მაიაკოვსკი
დაბადების თარიღი:19 ივლისი, 1893
გარდაცვ. თარიღი:14 აპრილი, 1930  (36 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ნოვოდევიჩის სასაფლაო, ქ. მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადები ადგილი: ქ. ბაღდათი, ქუთაისის მაზრა.

1902 წელს მაიაკოვსკი ქუთაისის გიმნაზიაში შევიდა. 1906 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ მაიაკოვსკი თავის დებთან ერთად დედამ მოსკოვში წაიყვანა საცხოვრებლად და სწავლაც იქვე განაგრძო. 1908 წელს გიმნაზია მიატოვა და რევოლუციური მოღვაწეობა დაიწყო. 1906 წელს პირველად ჩამოვიდა თბილისში, მეორედ - 1914 წელს (ფუტურისტების ჯგუფთან ერთად). ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ კიდევ სამჯერ იყო თბილისში(1924, 1926, 1927წწ.). რუსთაველის სახელობის თეატრში, თსუ-ში, ამიერკავკასიის კომუნისტურ უნივერსიტეტში, ცენტრალურ მუშათა კლუბში და სხვა დაწესებულებებში კითხულობდა ლექსებს, მოხსენებებს სხვადასხვა თემაზე. თბილისის პრესა დაწვრილებით აშუქებდა მაიაკოვსკის გამოსვლებს, დიდ ყურადღებას უთმობდა მის შემოქმედებას. თბილისში ტრიალებდა ლიტერატორთა და მხატვართა საზოგადოებაში(ს. ჩიქოვანი, ბ. ჟღენტი, ნ. შენგელაია, ი. გამრეკელი და სხვა). 1924 წელს კ. მარჯანიშვილთან და მხატვარ ი. გამრეკელთან ერთად მონაწილეობდა მთაწმინდაზე თავისი ნაწარმოების "მისტერია ბუფის"(თარგმნა ტ. ტაბიძემ) დადგმის საკითხის განხილვაში. თბილისში მაიაკოვსკიმ დაწერა მნიშვნელოვანი ნაწარმოებები("საიუბილეო", "თამარი და დემონი", "ამბოხის გუგუნით"), რომლებიც პირველად გაზეთ "ზარია ვოსტოკაში" გამოქვეყნდა. მაიაკოვსკის ზოგიერთ ლექსში ასახულია თბილისი. გ. რობაქიძის პროსპექტზე დგას მაიაკოვსკის ძეგლი. თბილისში არის ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩა.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.635

ბიბლიოგრაფია

  • თხზულებანი : ლექსები და პოემები (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, მხატვრ. ლიტ. სექტორი, 1940. - 236გვ.
  • ვინ მინდა ვიყო? : ლექსი საშუალო ასაკისათვის (ავტორი). - ტფილისი, ხელგამის საბავშვო და ახალგაზრ. სექტორი, 1935. - 23გვ.
  • ახალგაზრდათა დღე : ლექსი ბავშვთათვის (ავტორი). - ტფილისი, სახელგამი, 1931. - 14გვ.

გააზიარე: