The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ასათიანი

ირაკლი ასათიანი
დაბადების თარიღი:16 მარტი, 1946
გარდაცვ. თარიღი:5 სექტემბერი, 1985  (39 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე 1963-1964წწ.; დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1969 წელს.

ინტიტუტის დამთავრებისთანავე კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორად დაიწყო მუშაობა; 1973 წლიდან მოღვაწეობა გააგრძელა დოკუმენტური ფილემბის სტუდიაში. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "მშვიდობით, ინესა!"(1972), "ჩემი არდადეგები"(1973), "გამინაწილე სითბო"(1975), "მერაბ ბერძენიშვილი"(დოკუმენტური, 1976); სცენარის ავტორია ფილმის: “გამინაწილე სითბო"(1975).

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის ვებ-გვერდი: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

გააზიარე: