The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ნანობაშვილი

მიხეილ ნანობაშვილი
Other name:მიშელ დარიალი  (Pseudonym)
Date of birth:1878
Date of death:13 September, 1941  (at 63 years)
Burial location:მონმარტრის წმინდა ვერსალის სასაფლაო, პარიზი
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ვაჟთა II გიმნაზია, პეტერბურგის უნივერსიტეტი (იურიდიული).

მღეროდა თბილისის ეგზარქოსის გუნდში; ვოკალურ ხელოვნებას ეუფლებოდა სანქტ-პეტერბურგში(1896), პედაგოგი გაბელი, 1900 წლიდან იტალიაში, ქ. მილანში, პედაგოგი ფერნი ჯირალდონი; 1903 წლიდან მოღვაწეობდა ევროპაში; 1908-1924წწ. იყო პარიზის "გრანდ ოპერა"-ს წამყვანი სოლისტი; 1911-1912წწ. გამოდიოდა ქ. მონრეალისა და ქ. ტორონტოს საოპერო სცენებზე; 1912 წელს დაბრუნდა საქართველოში; 1914-1919წწ. გამოდიოდა ქ. ნიცაში, ქ. ლუშენში(საფრანგეთი), ქ. ჰინსბურგში(აშშ); 1920 წელს კვლავ დაბრუნდა საქართველოში; 1920 წელს აირჩიეს "ქართველ მუსიკოს-მომღერალთა კავშირის თავმჯდომარედ"; 1921-1924წწ. გამოდიოდა ქ. ბარსელონას, ქ. პარიზის ოპერის სცენებზე; საფრანგეთმა გამოუშვა საფოსტო ბარათი მიხეილ ნანობაშვილის გამოსახულებით; საფრანგეთში გამოცემულია მისი საოპერო პარტიების ჩანაწერები; რეპერტუარი: ბიზე "კარმენი", მასნე "ვერთერი", "მანონი", მეიერბერი "ჰუგენოტები", "რახილი", პუჩინი "ტოსკა", ბოიტო "მეფისტოფელი", გუნო "ფაუსტი", ვერდი "აიდა", "ტრავიატა"; გასტროლები: იტალია, ესპანეთი, თურქეთი, აშშ, რუსეთი - საოპერო სცენები, საკონცერტო დარბაზები; 1911, 1913 და 1920წწ. თბილისში შედგა გასტროლები; კონცერტებს მართავდა აგრეთვე ქ. ქუთაისში, ქ. ბათუმში, მეუღლესთან, პიანისტ ჟანეტ კენისთან ერთად; საოპერო მომღერალი, ტენორი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 361; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.100


Share: