The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ბარათაშვილი

გივი ბარათაშვილი
დაბადების თარიღი:23 ნოემბერი, 1929
გარდაცვ. თარიღი:8 ივლისი, 2010  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1953 წელს; 1954-1958წწ. სწავლობდა ქ. მოსკოვის მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე.

1957-1958წწ. მოსკოვის ალექსანდრე პუშკინის სახელობის თეატრის ლიტერატურული ნაწილის განყოფილების გამგე; სხვადასხვა დროს, ქ. მოსკოვის წიგნთა პალატა, რედაქტორი; გაზეთი "იზვესტია", კორესპონდენტი. 1959 წელს დაბრუნდა თბილისში და მოღვაწეობა დაიწყო კინოსტუდია "ქართულ ფილმში"; 1963-1967წწ. სასცენარო განყოფილება; 1967-1974წწ. საქართველოს კინოკომიტეტის მთვარი რედაქტორი; 1974-1976წწ. და 1978-1985წწ. ცენტრალური კომიტეტის ლიტერატურისა და ხელოვნების სექტორის გამგე; 1976-1978წწ. კინემატოგრაფისტთა კავშირის პირველი მდივან-განმკარგულებელი; 1990-2005წწ. ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული თატრის დირექტორი; 2005 წლიდან ამავე თატრის კონსულტანტი; 1995 წლიდან საქართველოში რუსეთის კულტურის ცენტრის დირექტორი. სცენარის ავტორია ფილმების: "მე და ჩემი მეზობლები"(1973), "ქვასანაყი"(ანიმაციური, 1976); გადაღებულია ფილმებში: "ჩაკლული სული"(სტუდიის დირექტორი, 1994), "ჭერი ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა"(თეატრის დირექტორი, 2003).

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი
  • ძეგლთა დაცვის საზოგადოება, თავმჯდომარე (1985-1990)

გააზიარე: