შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბესარიონ ნაჭყებია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი. 1923-1927წწ. სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში, 1928-1931წწ. ლენინგრადის კონსერვატორიაში(ვოკალური). 1931-1935წწ. იყო ლენინგრადის ფილარმონიის სოლისტი; 1935-1936წწ. ქ. ქუთაისის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი; 1936, 1938-1941წწ. ლენინგრადის ფილარმონიის სოლისტი; 1941-1942წწ. მუშაობდა ლენინგრადში ა. პუშკინის სახელობის საზოგადოებაში; 1943-1948წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; 1948 წლიდან ქ. სოხუმის მუსიკალური სასწავლებლის სოლო სიმღერის პედაგოგი, სოხუმის ფილარმონიის სოლისტი; ქართული რეპერტუარი: ვეზირი ნაკაშიძე(მ. ბალანჩივაძე "დარეჯან ცბიერი"), უფროსი ძმა ამილახორი(შ. მშველიძე "ამბავი ტარიელისა"); სხვა რეპერტუარი: ალცინდორი(პუჩინი "ბოჰემა"), რანგონი(მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"); საოპერო მომღერალი, ბანი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 364 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |