The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კაკო ბაქრაძე

კაკო ბაქრაძე
ოფიციალური სახელი:აკაკი ბაქრაძე
დაბადების თარიღი:29 აგვისტო, 1920
გარდაცვ. თარიღი:22 აგვისტო, 2011  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დარკვეთი, ჭიათურის რაიონი.

1937 წლიდან ეწეოდა სამსახიობო მოღვაწეობას ქ. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრში; 1939-1946წწ.  მსახურობდა საბჭოთა არმიაში. გადაღებულია ფილმებში: "მალე გაზაფხული მოვა"(სტუმარი, 1967), "მოიტაცეს თამარ ქალი"(კლიმენტი-თამადა, 1971), "შერეკილები"(მიზანა, 1973), "სამანიშვილის დედინაცვალი"(მოძღვარი, 1977), "მარადისობის კანონი"(კოლმეურნეობის თავმჯდომარე, 1982), "ზვარაკი"(1990) და სხვ.

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.geწიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.161

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ქალაქ ჭიათურის საპატიო მოქალაქე
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1970 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: