The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ბეგალიშვილი

ზურაბ ბეგალიშვილი
დაბადების თარიღი:20 ივნისი, 1961
გარდაცვ. თარიღი:11 აგვისტო, 2015  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1985 წელს.

იყო თუმანიშვილისა და ფოთის თეატრის მსახიობი. გადაღებულია ფილმებში: "ლაქა"(ამირანი, 1985), "ნაზარის უკანასკნელი ლოცვა"(1988), "ღამის ცეკვა"(მოსე ლახიში, 1991), "ორფეოსის სიკვდილი"(ჯიპის პატრონი, 1996), "ორმაგი სახე"(1997),  "ჭერი ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა"(2003), "რენე მიდის ჰოლივუდში"(ვაცა, 2010), "გზა"(2011), "მანდარინები"(ასლანი, 2013) და სხვ. მიღებული აქვს საქართველოს კინო-აკადემიის პრიზი "ნატო", მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმ "ღამის ცეკვა"-ში (1999), აღმოსავლეთ-ევროპის კინოფესტივალის გრან-პრი, ფილმ "აქ თენდება"-ში შესრულებული როლისთვის. საქართველოს სახალხო არტისტის ბადრი ბეგალიშვილის შვილი.

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

გააზიარე: