The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბადრი ბეგალიშვილი

ბადრი ბეგალიშვილი
დაბადების თარიღი:12 სექტემბერი, 1973  (51 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა  შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი 1994 წელს.

1992 წლიდან თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობი. მუსიკისა და დრამის თეატრში განსახიერებული როლები: "ღმერთო რისი გულისთვის" (მიტუშა, რეჟ. ნ. გაჩავა), "საჭიროა მატყუარა" (მატყუარა, რეჟ. ნ. გაჩავა), "კურკას ქორწილი" (ბოღმა ვანო, რეჟ. ბ. გამრეკელი), "მევიოლინე სახურავზე"(ფედკა, რეჟ. გ. ლორთქიფანიძე), "გაყრა"(მიკირტუმა, რეჟ. დ. დოიაშვილი), "რომეო და ჯულიეტა" (ლორენცო, რეჟ. დ. მღებრიშვილი), "სირანო დე ბერჟერაკი"(მონფლერი, პოეტი, კარბონი, რეჟ. დ. დოიაშვილი) და სხვ.; სხვა თეატრები: "კუკარაჩა" (მურტალო, რეჟ. ა. ენუქიძე, თეატრალური უნივერსიტეტი), "ვარიაციები პატრიოტულ თემაზე" (ძმა, რეჟ. დ. დოიაშვილი, თავისუფალი თეატრი) და სხვ. საქართველოს სახალხო არტისტის ბადრი ბეგალიშვილის შვილი.

წყარო: მუსიკისა და დრამის თეატრი: musictheatre.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1995–1996 წლის სეზონის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი ახალგაზრდებს შორის

გააზიარე: